ჩვენი სერვისები

დიზაინი

ჩვენი კომპანია გთავაზობთ დიზაინერულ მომსახურებას ნებისმიერი სარეკლამო პროდუქციის შესაქმნელად: ბუკლეტები, ბროშურები, კატალოგები, ბანერები, პოსტერები, სავიზიტო ბარათები, სატიტულო ბლანკები, კონვერტები, სიგელები, საქაღალდეები, ჩანთები, კალენდრები და სხვა.

ოფსეტური ბეჭდვა

ჩვენი სტამბა აღჭურვილია Heidelberg-ის ფირმის ოფსეტური ბეჭდვის მაღალი წარმადობის მქონე თანამედროვე საბეჭდი დანადგარებით, რაც მაღალკვალიფიციურ პერსონალთან ერთად, ერთ-ერთი ძირითადი პირობაა უმაღლესი ხარისხის პროდუქციის (ჟურნალები, გაზეთბი, კატალოგები, ბუკლეტები, ფლაერები, აფიშები, კედლის და სამაგიდე კალენდრები, და სხვა) შესაქმნელად.

ციფრული ბეჭდვა

ციფრული ბეჭდვის მიმართულება აღჭურვილია XEROX-ის ფირმის თანამედროვე საბეჭდი დანადგარებით, ძირითადად გამოიყენება მცირე ტირაჟის მქონე მაღალხარისხიანი პროდუქციის (საფირმო ბლანკები, სავიზიტო ბარათები, მისალოცი ბარათები, მოსაწვევები, ფერადი და შავ-თეთრი მასალების გამრავლება, და სხვა) შესაქმნელად

ფართოფორმატიანი ბეჭდვა

გამოიყენება გარე და ინტერიერის სარეკლამო მასალების შესაქმნელად.

ჩვენს კომპანიას გააჩნია ბელგიური წარმოების დანადგარი MUTOH 1640. ბეჭდვა ხორციელდება ეკოსლოვენტური მელანის საშუალებით, რომელიც გამოირჩევა მკაფიო ფერებით. ამ მეთოდით დაბეჭდილი ბანერი, სტიკერი, ბადე სტიკერი, Backlight ფირი, ვობლერი, დიდი ზომის პოსტერი, აფიშები და სხვა, მედეგია აგრესიული გარემოს ზეგავლენისადმი.

ფართოფორმატიანი UV დანადგარი Mimaki UJV-160 მთავარი უპირატესობაა მკვეთრი გამოსახულების დატანა ნებისმიერ ზედაპირზე, როგორიცაა: PVC (პვხ), ორგმინა, პლასტიკი, ალუმინი და სხვა. შესაძზლებელია პირდაპირი ბეჭდვა მეხსიერების ბარათებზე, დისკებზე, ლითონის ან პლასტიკის მზა ფირნიშებზე.

შოლკოგრაფია

იგივე ტრაფარეტული ბეჭდვა — ერთი ან მრავალფერიანი გამოსახულების დატანა ტრაფარეტული ბადის მეშვეობით. უნივერსალურობა შოლკოგრაფიის ძირითადი უპირატესობაა. ამ მეთოდით ბეჭდვა შესაძლებელია ზედაპირის ისეთ ნაირსახეობაზე, როგორიცაა: ქაღალდი, მუყაო, ტყავი, პლასტიკი, ნაჭერი, ხე და სხვა.

ლაზერული ჭრა და გრავირება

ჩვენი კომპანია გაგიწევთ ლაზერული ჭრისა და გრავირების მომსახურებას, სარეკლამო სფეროში ხშირად გამოყენებად მასალებზე: ორგმინა, ფერადი პოლისტიროლი, პოლიეთერის მინა (PET, PETP, PETG), მდფ ,ფანერა, მუყაო, ქაღალდი, ტყავი. ამ მეთოდით შესაძლებელია შემდეგი პროდუქციის დამზადება: ბეიჯები, აბრები, ფირნიშები, მანათობელი ყუთები, შიდა განათების პანელები, ვობლერები, ტოპერები, ტრაფარეტები და სხვა მრავალი.

სუვენირული პროდუქცია

გთავაზობთ გარკვეული სახეობების სუვენირული პროდუქციის დამზადებასა და ბეჭდვას. აგრეთვე შესაძლებელია მზა სუვენირების ბრენდირება: საწერი კალმები, მაისურები, კეპები, ნაჭრის, ქაღალდის და პოლიეთილენის პარკები, მაგნიტი, ბეიჯები, დროშები, ჭიქები, თერმოსები, ქოლგები, მეხსიერების ბარათები, დისკები სხვადასხვა ბეჭდვის მეთოდის გამოყენებით.

Post Press სამუშაოები

ბეჭდვის შემდგომი დამუშავების მომსახურების დიდი არჩევანი: კეცვა, დაღარვა (ბიგოვკა), დასერვა, მოოქროება,ლამინირება, ამოკვეთა, შერჩევითი ლაკირება, მაგარ გარეკანში ჩასმა, აკინძვა (სტეპლერით, თერმული, მეტალის და პლასტმასის ზამბარებით),პერფორაცია,ნუმერაცია.

სარეკლამო სტენდები

დიზაინი, პროექტირება, წარმოება და მონტაჟი.
ჩვენი კომპანია გთავაზობთ სარეკლამო სტენდების შექმნის სრულ ციკლს. საწყისი ეტაპიდან (იდეის/კონცეფციის დამუშავება) ფინალური ფაზის (სტენდის დამონტაჟება) ჩათვლით.

დიზაინერებსა და ტექიკურ სპეციალისტებთან ერთად, ახალი იდეების, საქმიანი მიდგომის და შესაბამისი მასალების გამოყენებით, ჩვენ ვქმნით უნაკლო ხარისხის და ორიგინალური შესრულების პროდუქციას.

შეკვეთა

სახელი, გვარი (*)

თქვენი ელ-ფოსტა (*)

სერვისი

დამატებით

 One Two Three

ტექსტი

Url

ტელეფონი

ფაილის მიმაგრება

Captcha image
captcha

Captcha field

ასევე შესაძლებელია შემკვეთის მოთხოვნის საფუძველზე არასტანდარტული ფორმატების ბეჭდვაც

შოლკოგრაფია – ლოგოტიპის, ტექსტის და გამოსახულების დატანა ნებისმიერ ზედაპირზე.

სასუვენირე პროდუქცია – საწერი კალმები, მაისურები, ქაღალდის და პოლიეთილენის პარკები

ლაზერული ჭრა და გრავირება – ლაზერული გრავირება წარმატებით გამოიყენება რკინისგან დამზადებულ ბიზნეს-სუვენირებზე და საჩუქრებზე, პლასტიკატზე, ხეზე, ტყავზე და ტყავის შემცვლელზე, რეზინაზე, შუშაზე და ორგმინაზე საფირმო სიმბოლიკის, ლოგოტიპის, წარწერების, დეკორატიული ნახატების დასატანად.